პლატფორმას დაემატა CSS-ის ქართულენოვანი, სრულყოფილი კურსი. კურსის გაკვეთილები დაყოფილია მოკლე თეორილ ნაწილებად, რომლებსაც თან ახლავს საშინაო დავალებებიც. ყოველი გაკვეთილის შემდეგ შეგიძლიათ შეასრულოთ მოცემული სავარჯიშო და გადაამოწმოთ თქვენი ცოდნა. სავარჯიშოს შესრულება მიმომხილველშივე შეგიძლიათ, ინტერაქტიულ რედაქტორში, რომელშიც შეცდომების ჩვენება და გასწორება ავტომატიზირებულია. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ სწორი პასუხი და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა.
კურსს თან ახლავს მრავალი პრაქტიკული დავალება, რომლის გავლაც ასევე დამოუკიდებლად შეგიძლიათ. ისევე როგორც გაკვეთილის სავარჯიშოების შემთხვევაში, პრაქტიკული დავალებებიც პირდაპირ მიმომხილველში შეგიძლიათ შეასრულოთ და დაუყონებლივ გადაამოწმოთ თქვენს მიერ შესრულებული პრაქტიკული დავალება ან ნახოთ სწორი პასუხი.
კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ ტესტირება და გადაამოწმოთ თქვენი ცოდნა. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ სერტიფიცირება გაიაროთ და აიღოთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
CSS (Cascading Style Sheets ანუ სტილების კასკადური ცხრილები) საჭიროა ვებ-გვერდის ვიზუალურად გასაფორმებლად და დიზაინის შესაქმნელად. თუ HTML ქმნის საიტის სტრუქტურას და კარკასს (ტექსტი, ღილაკები, ცხრილები, სათაურები და ა.შ.) , CSS პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ყველაფერი ეს ეკრანზე.
CSS-ის მთავარი ამოცანებია:
- ფერები და ფონი: ტექსტის ფერის, გვერდის ფონური ფერის შეცვლა, გრადიენტების და ჩრდილების დამატება;
- შრიფტი და ტექსტი: ასოების ზომების დაყენება, მოხაზულობის (გამუქებული, კურსივული), სტროფშორისი ინტერვალების და ლამაზი ვებ-შრიფტების დაკავშირება;
- განლაგება და ბადეები: ელემენტების პოზიციონირება გვერდზე (სვეტები, მენიუები, პროდუქტების ბლოკები და ა.შ.) თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, როგორიც არის Flexbox და CSS Grid;
- ადაფტიურობა: საიტის გარე ხედის მორგება სხვადასხვა მოწყობილობებზე - კომპიუტერებზე, პლანშეტებზე და სმარტფონებზე (მედია მოთხვონებით);
- ანიმაცია და ეფექტები: თანდათანობითი გადასვლები კურსორის მიტანისას ღილაკებზე, ტივტივა მენიუები და ობიექტების მოძრაობა მძიმე JavaScript-ის გარეშე;
გადაიხადე მხოლოდ ერთხელ, შეიძინე CSS-ის კურსი და ისწავლე როცა გინდა, რამდენიც გინდა და სადაც გინდა. CSS-ის კურსში შედის ყველა პრაქტიკული დავალება, სავარჯიშო, ტესტირება და სერტიფიცირება.