GPALABGEORGIA

IT ტექნოლოგიების სკოლა

← მთავარ გვერდზე დაბრუნება
გამოქვეყნების თარიღი 26.07.2026

სიახლე ჩვენს საიტზე - HTML ქართულენოვანი კურსი!


სიახლე ჩვენს საიტზე - HTML ქართულენოვანი კურსი!

სიახლე ჩვენს საიტზე!

ჩვენ დავამატეთ HTML კურსი. კურსი უნიკალურია იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ თეორიასთან ერთად პრაქტიკული დავალებები აკეთოთ და ონლაინშივე ისწავლოთ ვებ-განლაგება, ზედმეტი თეორიებისა და ლექციების გარეშე. შესრულებული დავალება დაუყონებლივ მოწმდება და შეცდომის შემთხვევაში განიმარტება, სად იყო დაშვებული შეცდომა, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომები.

HTML კურსი უფასოა. ერთხელ შეძენილი კურსი მუდმივად რჩება თქვენს მფლობელობაში. თქვენ თვითონ ირჩევთ სწავლის გრაფიკს, დროს, სიჩქარეს. თქვენ არ ხართ დამოკიდებული სტანდარტულ პროგრამებსა და დროზე. 

რა არის HTML და რაში მჭირდება ვებ-შემუშავებაში?

HTML - ტეგები და სხვა მრავალი რამ არის, რაც ქმნის ვებ-გვერდის ჩონჩხს. HTML - საიტის შექმნის პირველი ეტაპია, რომლის გარეშე ვერ დაიწერება ვერც JavaScript კოდი და ვერც Backend პროგრამა. 

რა საჭიროა HTML ვებ-პროგრამირებაში?

თანამედროვე შემუშავებაში HTML ჭრის მთავარ ამოცანას:

1. საიტის კარკასის შექმნა (HTML)

HTML პასუხისმგებელია ყელაფერზე, რასთანაც ურთიერთმოქმედებს საიტის მნახველი:

  • სათაურები და ტექსტები;
  • სხვადასხვა ბლოკები და სექციები;
  • ფორმები, შეყვანის ველები, საკონტაქტო, რეგისტრაციისა და მომხმარებლის შესვლის ფორმები;
  • ღილაკები, გამოსახულებების ბლოკები და მოდალური ფანჯრების კარკასები;
  • საიტის ძირითადი აგებულება და არქიტექტურა

ერთობლიობაში HTML ვებ-საიტს ქმნის ვებ-გვერდებით, თუმცა ყველაფერი ეს სტატიკურია და დინამიურობამდე ჯერ კიდევ შორს არის. ამის მიუხედევადა ვერც ერთი ვებ-გვერდი ვერ იქნება შექმნილი მის გარეშე