HTML-ის კურსი
იმისათვის რომ შექმნათ ვებ-საიტები, თქვენ უნდა იცოდეთ HTML - ფუნდამენტალური ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდის სტრუქტურის განსასაზღრად. HTML გამოიყენება იმისათვის, რომ განსაზღვროთ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი კონტენტი: აბზაცის, სიის, სათაურების, ბმულების, გამოსახულებების, მულტიმედიური გამშუქებლების, ფორმების ან ერთ-ერთი სხვა მრავალის სახით ხელმისაწვდომი ელემენტებიდან.
სწავლის მიმართულება
იდეალში თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა HTML-ის შესწავლით. შემდეგ თქვენ შეძლებთ გადახვიდეთ უფრო განვითარებული თემების შესწავლაზე, როგორიც არის:
მოდულები
მოცემული კურსი შეიცავს მოდულებს, რომლებიც განლაგებულია მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რიგითობით მათ შესასწავლად. თქვენ უნდა დაიწყოთ პირველი მოდულით.
შესავალი HTML-ში
ეს მოდული მოგცემთ საფუძველს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ მნიშვნელოვანი ცნებები და სინტაქსი, თქვენ შეისწავლით HTML-ის გამოყენებას ტექსტზე, გაიგებთ როგორ უნდა შექმნათ ჰიპერბმულები და როგორ გამოიყენოთ ისინი ვებ-გვერდის სტრუქტუირებისთვის.
მულტიმედია და ჩაშენება
ამ მოდულში განიხილება HTML-ის გამოყენება მულტიმედია კონტენტის დასაკავშირებლად თქვენს ვებ-გვერდებზე, გამოსახულებების ჩაშენების სხვადასხვა საშუალებების ჩათვლით, ვიდეოს და აუდიოს და სხვა ვებ-გვერდებისაც კი.
HTML ცხრილები
ცხრილოვანი მონაცემების წარმოდგენა ვებ-გვერდზე გასაგებ, ხელმისაწვდომი სახით შესაძლოა პრობლემად იქცეს. ეს მოდული აღწერს ცხრილოვანი განლაგების საფუძვლებს, აგრეთვე უფრო რთულ ფუნქციებს, ისეთს, როგორიც არის ხელმოწერების და რეზიუმეების რეალიზაცია.
HTML ფორმები
ფორმები - ინტერნეტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი უზრუნველყოფენ ფუნქციონალური შესაძლებლობების უმეტეს ნაწილს, რომლებიც საჭიროა ვებ-საიტთან საურთიერთმოქმედოდ, მაგალითად რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა, გამოხმაურებების გაგზავნა, პროდუქტების ყიდვა და სხვა მრავალი. ამ მოდულში თქვენ დაიწყებთ ფორმების ნაწილების შექმნას კლიენტის (მომხმარებლის) მხარეს.