CSS (Cascading Style Sheets) - არის სტილების ენა, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდების გასაფორმებლად. მისი მეშვეობით ეთითება ფერებიმ შრიფტები, ზომები, დაცილებები, ელემენტების განლაგება, ფონი, ანიმაციები და საიტის გარე ხედი მთლიანობაში.
თუ HTML პასუხისმგებელია გვერდების სტრუქტურაზე, CSS პასუხისმგებელია მის გარე ხედზე. CSS-ის შესწავლა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია Frontedn-დეველოპმენტის დაუფლებაში, რადგან უშუალოდ CSS გაძლევთ შესაძლებლობას გარდაქმნათ მარტივი HTML სტრუქტურა ლამაზ, მოსახერხებელ და თანამედროვე ვებ-საიტში.